საქართველოს ბანკი: „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ 84 მილიონიანი დავალიანება აქვს

საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკის“ განცხადებით, „ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ დავალიანება აქვს, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

განცხადების თანახმად, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, .

„საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა.

„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, - ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.