რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და იმედი აქვს, რომ წინასაარჩევნო ატმოსფერო ანტირუსული ხასიათის შემცვლელი არ იქნება, - ამის შესახებ მან განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე. კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს რუსეთი, კარასინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის „სიმპათიურია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ქართველ ამომრჩეველს მოსწონს“.
კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ანტირუსული
გრიგორი კარასინი