28 სექტემბრის დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 832 ადამიანი შეეწირა, ინდონეზია საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს სამაშველო აღჭურვილობის და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის თხოვნით. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ამბობს, რომ მაშველებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ შესაბამისი აღჭურვილობა საიმისოდ, რომ მოძებნონ 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები კუნძულ სულავესიზე. მისი თქმით, ქვეყანა განიცდის საწვავის, ელექტროენერგიის და საკვების დეფიციტს, რადგან მიწისძვრის შემდეგ მაღაზიათა უმეტესობა დაიხურა. შიშობენ, რომ მსხვერპლის საბოლოო რაოდენობამ შესაძლოა ათასებს მიაღწიოს.