მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ბოლომდე მიჰყვება ქვეყნის სახელის შეცვლის საკითხს

ზორან ზაევი

მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა პირობა დადო, რომ ბოლომდე მიჰყვება ქვეყნის სახელის შეცვლის საკითხს. სახელის შეცვლა ნაწილია მეზობელ საბერძნეთთან შეთანხმებისა. ამ საკითხზე 30 სექტემბერს მაკედონიაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელიც არ ჩაითვალა ლეგიტიმური, ვინაიდან მასში ამომრჩეველთა 50 პროცენტზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ზაევმა განაცხადა, რომ, ვინაიდან რეფერენდუმში მონაწილეთა შორის ძალზე მაღალი იყო სახელის შეცვლის მხარდაჭერა, ის „ყელაფერს გააკეთებს“ იმისთვის, რომ შეცვალოს ქვეყნის სახელი ჩრდილოეთ მაკედონიად, რათა მოგვარდეს საბერძნეთთან დავა და გზა გაეხსნას მაკედონიის შესვლას ნატოსა და ევროკავშირში „ნუ ვითამაშებთ ჩვენი მომავლით. ეს საკითხი ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები“, თქვა ზაევმა.