ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. ბურჭულაძე დიპლომატიურ კორპუსს ფონდ „იავნანას“ საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე მიაწვდის ინფორმაციას. შეხვედრას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებიც დაესწრებიან. ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ფონდის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.