WISG აცხადებს კონკურსს სექსუალური უფლებების თემაზე

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) აცხადებს ვიზუალური ნამუშევრების კონკურსს სექსუალური უფლებების თემაზე. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) არჩეულ 16 ნამუშევარს ონლაინკამპანიისა და ფინალური გამოფენისთვის გამოიყენებენ. ვიზუალური ნამუშევრები უნდა ეხმაურებოდეს „IPPF დეკლარაციის“ ძირითად უფლებებს.

გამარჯვებულებს (I,II III ადგილები) ფულადი პრიზები გადაეცემათ, ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 5 ნოემბერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გაგზავნონ მისამართზე - media@women.ge.