რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამის ორი მცხოვრები დააკავეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. „ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ უწყებაში.