ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს. რუსმა სამხედროებმა ისინი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს.
მომხდარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს“ და განუცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს ყველა მექანიზმს, რათა დაკავებულთა გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდეს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ, 20 ოქტომბერს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ოკამში მცხოვრები 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში.