რუსთავში საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქება მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ჟანგბადის ბალონი.

დაახლოებით 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, 21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ნომერ 14 კორპუსის ეზოში. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მუშები, ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით, კუსტარულად დადგმულ ავტოფარეხს ჭრიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.