რუსთავში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, 8 წლის გოგონას სამედიცინო პროცედურები უტარდება. ადგილზე მობილიზებულია კატასტროფის ცენტრი, რომელიც არ გამორიცხავს ბავშვის თბილისში გადაყვანის საჭიროებას.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. რუსთავში, საავადმყოფოსთან იმყოფებიან დაშავებულთა ოჯახის წევრები. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მივიდა ქვემო ქართლის გუბერნატორიც.