რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ გოგონას თბილისში გადაიყვანენ

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებულ 8 წლის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ, თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ.

კლინიკასთან იმყოფებიან დაშავებულების ოჯახის წევრები და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია.