საქართველოში იმყოფება ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლ რიჩარდ გალაჰერი. სამდღიანი ვიზიტისას გალაჰერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში, გმირთა მემორიალთან პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს. პოლ რიჩარდ გალაჰერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები, მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი მცხეთაში მოინახულებს სვეტიცხოვლის ტაძარს და ჯვრის მონასტერს.