ჩეხეთში ზეიმობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-100 წლისთავს

ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის, ტომაშ გარიგ მასარიკის ძეგლი

ჩეხეთში ზეიმობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს. „პირველი რესპუბლიკის“ დაარსების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად პრაღაში იმყოფებოდნენ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა და პრემიერ-მინისტრი, პეტერ პელეგრინი. 1918 წლის 28 ოქტომბერს, ჩეხოსლოვაკიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიისაგან. ჩეხოსლოვაკიის ეროვნულმა საბჭომ, პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ტომაშ გარიგ მასარიკი. 1993 წლის 1 იანვარს, ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის დროს, ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანი გზით გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად.