ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა ნაწილმა ხმა კარალეთში მისცა

Your browser doesn’t support HTML5

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევენ. 1239 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 15 საათისთვის ხმა მისცა 500 ზე მეტმა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება, მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურთ.