„მინდა ბატონ ემზარს ვუთხრა, რომ მარტო კაგებეს არა, ცეერუს აგენტებიც ვართ და თან ზანგები, თუ ვერ შეამჩნიეთ აქამდე“ - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა. მისი რეპლიკა მოჰყვა „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებას, რომ მარტო გრიგოლ ვაშაძე კი არა პარლამენტში „ნაციონალების“ მთელი ჯგუფია „კაგებეშნიკი.“