„ვერის ბაღში“ მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით „არა მიშას"

„ვერის ბაღში“ მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით „არა მიშას, არა სადიზმს“. აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. რამდენიმე ასეული მოქალაქე აპროტესტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გონივრული არჩევანი გააკეთონ.