გიორგი აბდალაძე: აქციებზე მოვლენ ისინი, ვისაც 7 ნოემბერი არ დავიწყებია

„აქციებზე უნდა მოვიდეს ყველა, ვისაც ახსოვს 7 ნოემბერი და ვისაც არ უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ძალაუფლებით“, - უთხრა ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ რადიო თავისუფლებას.

7 ნოემბერს თბილისში 2 აქცია იგეგმება გზავნილით „არა მიშას, არა ნაციზმს“. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, აქციის მონაწილეები გაიხსენებენ 2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში განვითარებული მოვლენებს. აქციების რუსთაველის თეატრში და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აქცია „არა მიშას, არა ნაციზმს“ თბილისში 4 ნოემბერსაც გაიმართა. რამდენიმე ასეული ადამიანი „ვერის ბაღში“ შეიკრიბა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა გააპროტესტა.