აშშ-ის სასამართლო დოკუმენტები მოწმობს, რომ ბრალი წაუყენეს ვიკილიკსის დამაარსებელ ასანჟს

აშშ-ის სასამართლო დოკუმენტები მოწმობს, რომ პროკურორებმა ბრალი წაუყენეს ვიკილიკსის დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს, საქმეში, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გამოძიებას აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ვაშინგტონ პოსტი და სხვა მედია 16 ნოემბერს იუწყებოდნენ, რომ ეს ინფორმაცია ნაწილია ალექსანდრიაში, ვირჯინიის შტატში სასამართლოსთვის წარდგენილი საქმისა, რომელსაც ასანჟთან კავშირი არ აქვს. გაზეთის ცნობით, ამერიკელი ადვოკატი კელენ დუაიერი საქმეში წერს, "დაცვის ქვეშ მყოფის პიროვნების და მისი საქმის გარშემო არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სავარაუდოდ ვერც ერთი პროცედურა ვერ დატოვებს კონფიდენციალურად იმ ფაქტს, რომ ასანჟს ბრალი წარედგინა". დუაიერი ასევე წერს, რომ ბრალდებები "დალუქული დარჩება ასანჟის დაპატიმრებამდე" - იუწყება ვაშინგტონ პოსტი.