ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა

დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელსაც უხელმძღვანელებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი ფორმატი საგანგებოდ შეიქმნა საქართველოსთვის, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე წარმატებული ქვეყნისთვის და მიზნად ისახავს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. დღესვე ბრიუსელში გაფორმდება შეთანხმებები საქართველოსთვის დაახლოებით 231 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შეთანხმებებს უნარების განვითარების და ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ და დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის სამოქმედო გეგმის თაობაზე.