თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა ხობის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 66 წლის ქალი. მას, ექიმების ინფორმაციით, სხეულის 85%-ის დამწვრობა ჰქონდა. 20 ნოემბერს გარდაიცვალა აფეთქებისას დაშავებული 67 წლის მამაკაციც. თბილისის დამწვრობის ცენტრში რჩება 3 პაციენტი, მათ შორის ბავშვი. სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება 19 ნოემბერს, საღამოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბენზინის აალებამ გამოიწვია.