უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მოიწონა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ მოიწონა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კურსი. ასეთი კანონპროექტი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ იყო წარმოდგენილი. დღევანდელი გადაწყვეტილება ოფიციალურად ადასტურებთ, რომ უმაღლესი რადის შესაბამისი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ძირითად კანონს. უკრაინის კონსტიტუციაში ასეთი გეგმების ჩაწერისთვის პარლამენტმა კანონპროექტს უბრალო უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი პირველი წაკითხვით, რადის შემდეგ სხდომაზე კი უკვე 2019 წელს - სამასხმიანი საკონსტიტუციო უმრავლესობით