აბაშაში დეპუტატი ამომრჩეველს ბიულეტენებს უმოწმებს და კაბინაში მიჰყვება

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველთან ერთად შედის კაბინაში, კაბინის გარეთ კი ამომრჩევლების ბიულეტენებს ამოწმებს. შემთხვევა აბაშაში მოხდა და აბაშის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ქოიავას „ლაივპრესისთვის“ მიცემული კომენტარის მიხედვით, საჩივარი შესულია და კომისია დეტალებს არკვევს.

ლეონტი ნადარეიშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-აბაშელების“ თავმჯდომარეა. საკრებულოშივე მუშაობს მისი მეუღლე ტატიანა, რომელიც იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეა.