ენმ: სოფელ ჩუმლაყის მე-19 უბანზე იარაღიდან გაისროლეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გურჯაანში რამაზ ქერეჭაშვილი რადიო თავისუფლბას ეუბნება, რომ დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის სროლა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბანზე.

Your browser doesn’t support HTML5

რამაზ ქერეჭაშვილი სროლის შესახებ

ქერეჭაშვილის განცხადებით, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც.

ქერეჭაშვილის თქმით,საბჭოთა წარმოების „06“-ის მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდანჰაერში გაისროლა, მომხდარი ფაქტი კი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას ცდილობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პოლიციაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ იკვლევენ მომხდარ ფაქტს და ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.