ასე უპასუხა ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შეკითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე 29 ნოემბრიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. „ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ განცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას. ასეთი შეხვედრა 29 ნოემბერს ფილარმონიაში საღამოს ექვს საათზე გაიმართება.