ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული

ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეექვსედ გახდა. სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ თერთმეტი პარტიიდან ექვსი მოიგო, ხუთი კი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულა მოაგროვა.

საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. +50 წლის მამაკაცებში, მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.