დასავლური მედიის ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი. ამ ინფორმაციას მედია მისი ვაჟის, ჯორჯ ბუში უმცროსისა და ოჯახის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში აშშ-ს პრეზიდენტი იყო 1989-1993 წლებში. მანამდე კი მისი წინამორბედის, აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
1993 წლის არჩევნებში ჯორჯ ბუში უფროსი ბილ კლინტონმა დაამარცხა.
1971-1973 წლებში ჯორჯ ბუში უფროსი მსახურობდა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად. ის ასევე ხელმძღვანელობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს 1976-1977 წლებში.
2018 წლის აპრილში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი მეუღლეც, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში.
ჯორჯ ბუშის უფროსის ვაჟიშვილი, ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო.