ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრიჩეკის აზრით, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით.
მინისტრი ტვიტერში გამოთქვამს თავის შეფასებას და დასძენს, რომ ნატო ვერ იქნება გულგრილი ასეთი ქმედებების მიმართ. პეტრიჩეკი 2018 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში ჩეხეთის საგარეო უწყებას.
Russian aggression and hybrid methods in the eastern #Ukraine, the #SeaofAzov and #Georgia undermines our European security. We can%27t be and won%27t be indifferent to such things. #WeAreNATO
— Tomáš Petříček (@TPetricek) December 4, 2018