ირმა ინაშვილი: მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თქვენ თავ-ყბა

"ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში, წყნარად იჯექი მანდ. ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თქვენ თავ-ყბა ყველას. ეს მართლა კრიმინალები, ესენი." - ასე მიმართა ირმა ინაშვილმა 12 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე ნიკა მელიას.

პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირება პარლამენტში ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის