სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან 48 წლის მუშა გადმოვარდა, რომელიც კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო ობიექტზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.