ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია სალომე ზურაბიშვილის გარეშე მიმდინარეობს

თელავში იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები.

ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მიმდინარეობს. ინაუგურაციისათვის შერჩეულ ადგილზე არ იმყოფება არც საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.

როგორც რადიო თავისუფლებას ღონისძიების მთავარმა რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, ჩავა თუ არა დღის ბოლომდე თელავში ზურაბიშვილი. ადგილზე იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაყოფები, მათ შორის სპეცრაზმის წარმომადგენლები.

წინანდლის რეზიდენციას სტუმრობს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც დაესწრება 16 დეკემბრისთვის დანიშნულ ინაუგურაციას.