გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა გმირთა მემორიალთან

ხვალ ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გამართავს როგორც თელავში, ისე თბილისში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში, გმირთა მემორიალთან, სადაც რამდენი საათის წინ არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მალულად მივიდა გმირთა მემორიალთან.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვალ ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გამართავს როგორც თელავში, ისე თბილისში.