მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს... იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება”, - განაცხადა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, რომ თბილისში საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან წამოსული ხალხი უფასოდ დაიმგზავრონ.