გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმას 12 საათზე წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა. 16 დეკემბერი, 2018 წ.

გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმები 17 დეკემბერს შუადღისას გახდება ცნობილი.12 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის პრეს-კონფერენციაა დანიშნული.

წუხანდელმა ღამემ კი პარლამენტის შენობის წინ ექსცესების გარეშე ჩაიარა. პარლამენტთან ღამე გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტმა გაატარა. პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის 8 კარავია გაშლილი.