ტექდათვალიერებაგავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.

"ამ დრომდე საქართველოში ტექდათვალიერება გაიარა 130 000-მა ავტომობილმა, მათგან ვარგისია - 90 000, უვარგისი - 40 000“, - აცხადებს "ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი. მედიაცენტრს „მტავარში: გამართულ ბრიფინგზე მანდ ასევე თქვა, რომ ხარვეზებიანი ავტომობილების 30% - დაახლოებით 12 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. შემოწმებაზე ერთხელ მისულ ავტომობილებს უმეტესად აქვს სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემები.

„ეს მანქანები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აცხადებს იორდანაშვილი.

დღეს საქართველოში სულ 40 ინსპექტირების ცენტრი მუშაობს.