დონალდ ტრამპი: გენერალი მატისი თებერვლის ბოლოს გადადგება

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით აშშ-ის თავდაცვის მდივანი, გენერალი ჯიმ მატისი თებერვლის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. „მისი ხელმძღვანელობისას უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით ახალი შეიარაღების შეძენის კუთხით. გენერალმა მატისმა დიდი დახმარება გამიწია, რათა მოკავშირეებს და სხვა ქვეყნებს თვდაცვითი ვალდებულებების საკუთარი წილი გაეღოთ“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე. მისივე თქმით ახალ კანდიდატურას თავდაცვის მდივნის პოსტზე მალე წარადგენს.