რუსეთში მედიის მარეგულირებელი ორგანო სწავლობს BBC-ის მუშაობის კანონიერებას

inside the BBC headquarters

რუსეთში მედიის მარეგულირებელი ორგანო, როსკომნადზორი აცხადებს, რომ დაიწყო რუსეთში BBC-ის საერთაშორისო არხის და ვებსაიტების მუშაობის კანონიერების შესწავლა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მედიის დასამკვირვებლო ორგანომ, ოფკომმა თქვა, რომ რუსეთის ტელეარხმა RT-მ დაარღვია მიუკერძოებლობის წესები. 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში როსკომნადზორი ამბობს, რომ შემოწმების მიზანია დადგინდეს რამდენად შეესაბამება BBC-ს მუშაობა რუსეთის კანონებს. ერთი დღით ადრე ოფკომმა თქვა, რომ განიხილავს სანქციების დაწესებას რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული RT-სთვის, რადგან მან შვიდ გადაცემაში დაარღვია მიუკერძოებლობის კანონები, მათ შორის რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის გაშუქების დროს. ლონდონი აცხადებს, რომ მოწამვლის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორი აგენტი დგას, რასაც კრემლი უარყოფს.