გახარია - ინაუგურაციის დღეს პოლიციაზე თავდასხმა განზრახული პოლიტიკური აქტი იყო

გიორგი გახარია

"მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რაც მოხდა 16 დეკემბერს" - უპასუხა გიორგი გახარიამ ინაუგურაციის დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ დასმულ შეკითხვას პარლამენტში. "ზოგიერთმა ოპოზიციის წამრომადგენელმა წინა დღეს გამოაცხადა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო განზრახული პოლიტიკური აქტი.

"როცა გაქვს სურვილი მოაწყო რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გქონდეს, რომ წახვიდე იქ სადაც საჭიროა, ის პერიოდი რაც სჭიროა. ყველაფერს აქვს თავის ფასი, პოლიციელზე თავდასხმას, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით", დაამატა შინაგან საქმეთა მიინისტრმა.