ლატვიაში საარქივო მასალებით გამოვლინდა ყოფილი და ახალი მაღალჩინოსნების კგბ-სთან კავშირი

ლატვიაში გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც არიან იმ პირთა შორის, ვინც ცივი ომის დროს საბჭოთა კგბ-სთან თანამშრომლობდნენ. 21 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო არქივის მიერ გამოქვეყნებული მასალები, ექსპერტთა დაკვირვებით, მიუთითებს იმ ღრმა და ყოვლისმომცველ ძალისხმევაზე, რასაც საბჭოთა უშიშროების თანამშრომლები იყენებდნენ ბალტიიისპირელი გავლენიანი პირების გადასაბირებლად.

„მხოლოდ სასამართლოს შეუძლია სრულყოფილი გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად თანამშრომლობდნენ თუ არა ეს პირები კგბ-სთან“, - განაცხადა ეროვნული არქივის დირექტორმა, მარა სპრუდზამ.

საბჭოთა პერიოდში, 1953-დან 1992 წლებამდე, კგბ-მ შეძლო თანშმრომლად და აგენტად ექცია 24 ათასი ლატვიელი.

სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის შემდეგ ლატვიამ შეძლო განადგურებისაგან გადაერჩინა საბჭოთა უშიშროების არქივი. მასში მრავალთა შორის აღმოჩნდა ივარ გოდმანისი, რომელსაც ორჯერ ეკავა ლატვიის პრემიერ-მინისტრის პოსტი და ასევე უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ივარს ბიკოვიჩსი. ლატვიის ეროვნული არქივი ციფრული დოკუმენტების მორიგ გამოქვეყნებას იანვარში გეგმავს.