ექსტრემისტებმა ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, ვიდრე შეიარაღებულ იერიშის მიიტანდნენ ქაბულში განლაგებულ სამთავრობო კომპლექსზე. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობა დაღუპულთა ან დაჭრილთა შესახებ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრატ რაჰიმის თანახმად, 24 დეკემბერს რამდენიმე შეირაღებული თავდამსხელი შეიჭრა სამთავრობო კომპლექსში, რომელიც ქვეყნის შრომის, სოციალურ საკითხთა და ინვალიდების საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. სამთავრობო კომპლექსი ალყაშემორტყმულია უსაფრთხოების ძალების მიერ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.