რუსეთი იმეორებს, რომ უკრაინა „პროვოკაციას“ ამზადებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სრულიად შესაძლებელია“ "უკრაინა გადაერთოს სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე მომავალ რამდენიმე დღეში“. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ეს განაცხადა 24 დეკემბერს და ამით გაიმეორა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მტკიცება, რომ კიევი აპირებს "პროვოკაციას" ახლო მომავალში. კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობა გამწვავდა მას მერე, რაც 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი დააკავა უკრაინის სამი გემი და 24 მეზღვაური. აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს რუსეთის ქმედება და მოუწოდეს რუსეთს, გაათავისუფლოს მეზღვაურები და დაუბრუნოს უკრაინას გემები. 1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი თავს უყრის სახმელეთო ჯარებს და ტექნიკას ორი ქვეყნის საზღვარზე.