რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა პროკურატურას სთხოვა სისხლის სამართლის საქმე აძრან ბრალდების საფუძველზე, რომ მორდვეთში, საპატიმროში, მონური შრომის პირობებში ამყოფებდნენ ფემინისტ აქტივისტებს. რუსეთის პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, ვალერი მაქსიმენკომ განაცხადა 24 დეკემბერს, რომ საპატიმრო IK-14-ის დირექტორი, იური კუდრიანოვი სამსახურიდან დაითხოვეს ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად. IK-14-ში იხდიდა სასჯელს ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, პოლიტ-არტ ჯგუფის, “პუსი რაიოტის“ წევრი, რომელმაც მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის გაასამართლეს. ის ამნისტიის ძალით განთავისუფლდა ორნახევარ წლიანი პატიმრობის შემდეგ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის პატიმრების უფლებისთვის იბრძვის. ადრე ის წერდა, რომ ციხეში ქალებს 16-17 საათი ამუშავებდნენ და რვა კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ასვენებდნენ.
რუსეთის საპატიმროში, სადაც „პუსი რაიოტის“ წევრი იმყოფებოდა, „მონური შრომის“ პირობებია
"პუსი რაიოტის" წევრი, ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვა