სემეკი ბუნებრივი გაზის ტარიფს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია(სემეკ) დღეს იმსჯელებს ბუნებრივი გაზით თბილისის და რეგიონების მომმარაგებელი კომპანიების: „ყაზტრანსგაზ-თბილისის,“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგაზისთვის“ მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე. ამჟამად „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სამომხმარებლო ტარიფი ერთ კუბურ მეტრ გაზზე 46,153 თეთრია, „სოკარ ჯორჯია გაზის“ 56,940 თეთრი და „საქორგაზის“ 57,011 თეთრი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჯარო სხდომა 12 საათზე დაიწყება.