თბილისში ბუნებრივი გაზი გაიაფდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 0,014 თეთრით შემცირდა. 2019 წლის 1 იანვრიდან დედაქალაქის აბონენტები კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისს“ ყოველ კუბურ მეტს გაზში 46,153 თეთრის ნაცვლად 46,139 თეთრს გადაუხდიან. სემეკ-ის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება - ტრანსპორტირება, განაწილება და მიწოდება და ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში ფასის შემცირების გამო, შესაძლებელი გახდა სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც.