საახალწლო რუსთავი

Your browser doesn’t support HTML5

ტრადიციულად, რუსთავის საახალწლო მორთვა 20 დეკემბრიდან იწყება ხოლმე - ამ დღეს დგამენ მთავარ ნაძვის ხეს მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე. ქალაქის ცენტრალური ქუჩების ფერადი საახალწლო ილუმინაციებით მორთვა ლამის 31 დეკემბრამდე გრძელდება. თუმცა დღისით ახალი წლის მოახლოებას სავაჭრო ობიექტების გაფორმება, მარკეტებსა თუ ბაზრებში გაცხოველებული ვაჭრობა და თავისუფლების მოედანზე დადგმული ის დიდი ნაძვის ხე თუ გაგრძნობინებთ.