სულ მცირე 21 ავღანელი პოლიციელი და სახალხო ლაშქრის წევრი დაიღუპა დასავლეთ ავღანეთში, უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებზე თალიბების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად. ოფიციალური ცნობების თანახმად, ექსტრემისტებმა კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს 6 იანვარს ბადგის პროვინციის ორ რაიონში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება. თავდასხმების შედეგად დაიღუპა პოლიციის 14 თანამშრომელი და ასევე სამთავრობო სახალხო ლაშქრის 7 წევრი. ხოლო შვიდი დაიჭრა. ბადგის პროვინციის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურეს სულ მცირე 15 თავდამსხმელი. იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც აცხადებს, რომ იბრძვის პროდასავლური ავღანური მთავრობის დასამხობად და მკაცრ ისლამურ კანონებზე დაფუძნებული მმართველობის აღსადგენად.