დღეიდან "ტამიფლუ" გრიპით დაავადებულებისთვის უფასო იქნება

ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ" სახელმწიფოს თანადაფინანსებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დღემდე ანტივირუსული პრეპარატი მხოლოდ ორსულების, მელოგინეების, ბავშვების, ხანშიშესულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იყო უფასო.

"ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული პროცესში. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალაქეებისთვის უფასოდ. მე ეს დავალება მივიღე გუშინ, გვიან საღამოს. უკვე დავიწყეთ შესრულების მექანიზმის განხორციელება და ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან შევასრულებთ მას. ეს არის მნშვნელოვანი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტულია მოქალაქეების ჯანმრთელობა", - განაცხადა 11 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.