9 კაცმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, პარიზის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად. სააგენტო "როიტერსის" თანახმად, აფეთქება შაბათ დილით მოხდა ტრევიზეს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობში. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ მივიდა პოლიცია, რომელიც ამ დღეებში სადღეღამისო მორიგეობას ასრულებს პარიზში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ საპროტეტსო აქციებსთან დაკავშირებით.
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განუცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფერ კასტანერმა ჟურნალისტებს. ხანძრის ჩასაქრობად აფეთქების ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო ბრიგადა გაეშურა. დაშავებულებთა ევაკუაციისათვის ხელისუფლებამ შვეულმფრენების გამოყენების ბრძანება გასცა. იუწყებიან, რომ რამდენიმე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.