ბესელია მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე შეხვედრებს უმრავლესობისგან დამოუკიდებლად იწყებს

ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს დღეს ორი ასეთი შეხვედრა აქვს - იურიდიული ფირმების ასოციაციის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან. პირველი შეხვედრა პარლამენტში გაიმართება, მეორე კი ადვოკატთა ასოციაციაში.