გერმანიის მოსახლეობა 83 მილიონამდე გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად გერმანიის მოსახლეობა გასულ წლის ბოლოსათვის 83 მილიონამდე გაიზარდა, რაც 200 ათასით მეტია 2017 წელთან შეადრებით. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ეს არის ახალი რეკორდული მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმიგრაციის ზრდით. 1990 წლის 2 ოქტომბერში დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ერთიანი ქვეყნის მოსახლეობამ 79,3 მილიონ ადამიანს შეადგინა.

გასული წლის სექტემბრის მონაცემებით გერმანიაში შობადობის მაჩვენებელი785 – 805 ათასს, ხოლო სიკვდილიანობა 950-970 ათასს შორის მერყეობს.

იმიგრაციის მიხედვით შარშან გერმანიაში ადგილი ჰქონდა კლებას. თუ 2017 წელს იმიგრაციის რაოდენობა 416 ათასს აღწევდა, შარშან ეს მაჩვენები 340-380 ათასს შორის მერყეობდა. 2015 წლის პიკის შემდეგ, გერმანიაში იმიგრაციის მოცულობა ყოველწლიურად კლებულობს.

რუსეთის შემდეგ, სადაც 144 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის რაოდენობით გერმანია ევროპის კონტინენტზე მეორე ადგილზეა. ევროკავშირში კი - პირველზე.