ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში მეშვიდედ მოიგო ჯოკოვიჩმა

ავსტრალიაში, მელბურნში დასრულდა ამ ქვეყნის საჩოგბურთო ღია ჩემპიონატი, რომელშიც სარეკორდო მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა სერბმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან ფინალში დაამარცხა ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი, რომელმაც ორ საათზე ოდნავ მეტი ხანგრძლივობის მატჩში სამივე სეტი წააგო.